Sunday, July 22, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე.



   ამ  დღეს  ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.  გავალამაზეთ ჩვენი ბლოგი და ავტვირთეთ პროექტის საქაღალდე.   ჯგუფის ყველა წევრმა წარმოადგინა  თავისი პროექტის გეგმა, შევაფასეთ კოლეგებმა  ერთმანეთი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკით.

      ინტელის სასწავლო პროგრამის ტრენინგკურსი  საინტერესო  და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.  ქალბატონი ხათუნას თავდაუზოგავი შრომის შედეგად ახლა შემიძლია შევიმუშავო პროექტის გეგმა და განვახორციელო  ის.

 მადლობა  ქალბატონ   ხათუნას და ჩემს კოლეგებს ბედნიერი დღეებისთვის.

 

Tuesday, July 17, 2018

ტრენინგის მერვე დღე

 
             დღე  დავიწყეთ წინა სატრენინგო დღის გახსენებით.    ვისაუბრეთ ლევ ვიგოტსკის
 " განვითარების უახლოესი ზონის"  შესახებ . გავწერეთ დიფერენცირებული მიდგომის აქტივობები . დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

ტრენინგის მეშვიდე დღე



   ამ დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის პროცედურების გაწერა. ვისაუბრეთ მოსწავლის დამხმარე რესურსებზე და  დავიწყეთ მათი შექმნა.

Sunday, July 15, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

მეექვსე დღესაც გავიხსენეთ წინა ტრენინგი,  დავასრულეთ მოსწავლეთა  სავარაუდო ნაშრომი.    .ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, გავეცანით ,რა ითვლება საავტორო უფლებების დარღვევად და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მათი დარღვევა.  დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო ჩვენი ენერგიული ტრენერის წყალობით. 

Thursday, July 12, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე.

 ამ დღესაც გავიხსენეთ წინა სამუშაო შეხვედრა.  პროექტის  გეგმას  მიზნებში დავამატეთ 
21-ე   საუკუნის უნარ-ჩვევები.  განვიხილეთ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.  ვისწავლეთ მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად ელექტრონული ტესტის შექმნა და შევქმენით ჩვენს პროექტებზე მორგებული ელექტრონული ტესტები.

Monday, July 9, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე




         დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა. გავეცანით დღის მიზნებს. ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე.  გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას, განვიხილეთ თითოეული ვრცლად და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის   მეთოდები  შესაბამისი ინსტრუმენტით, ეს მასალა შევიტანეთ პროექტის გეგმაში. სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნეთ შეფასების ფორმები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში.  საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი-შევქმნათ  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.

Sunday, July 8, 2018

ტრენინგის მესამე დღე.








  დღის დასაწყისში საშინაო დავალების წაკითხვისას(კერძოდ, ჩვენი პროექტის შესაფერისი სტანდარტი, ინდიკატორი და მიზნები უნდა დაგვეწერა სახლში)  მივიღეთ უკუკავშირი კოლგებისგან და ტრენერისგან.  შესწორებული სახით შევიტანე პროექტის გეგმაში.  ამ დღეს ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე და დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.     ჩემი საქაღალდე ავტვირთე drive-ში,რომ  სახლიდანაც  შემძლებოდა პროექტის გეგმაში მუშაობა.

   







Wednesday, July 4, 2018

ტრენინგის მეორე დღე.

მეორე სატრენინგო დღე დავიწყეთ წინარე ცოდნის გააქტიურებით. 
ამ დღეს ვისაუბრეთ ეროვნული  სასწავლო გეგმის  სტანდარტების და ინდიკატორების  შესახებ. ვისაუბრეთ მიზნებზე და გავარჩიეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები . 
  ჩვენს საქაღალდეში მოვათავსეთ საჭირო მასალები, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის დაწერაში.  ამ დღუს  ყველაზე   მნიშვნელოვანი     იყო   საიტის ncp.ge-ს  შესახებ ინფორმაცია,  ტრენინგზე   ვისწავლეთ საიტზე ნავიგაცია. მე იმიტომ მივიჩნევ ამ საიტს მნიშვნელოვნად, რომ  აქ  დახარისხებულია ეროვნული სასწავლო გეგმა კლასების მიხედვით.  ასევე ამ საიტზე შეგვიძლია ვიპოვოთ  მრავალი აქტივობა, რომელსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო დროს.
    ერთადერთი  ხელისშემშლელი ფაქტორი არის მაღალი ტემპერატურა,   რაც  ართულებს მუშაობას.  

Tuesday, July 3, 2018

პირველი დღე



                                      ტრენინგის პირველი დღე.                                               2.07.2018

    ტრენინგზე გავეცანით ტრენინგის მიზნებს, განრიგს ;  ვისწავლეთ ელექტრონულ წიგნით სარგებლობა.  ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების  მნიშვნელობაზე,  განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონები და მზა პროექტები. ვისაუბრეთ  21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევებზე, შევქმენით ბლოგი, სადაც განვათავსებთ ტრენინგის პროცესში შექმლილ ნამუშვრებს.  

ტრენინგის მეცხრე დღე.

   ამ  დღეს  ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა.  გავალამაზეთ ჩვენი ბლოგი და ავტვირთეთ პროექტის საქაღალდე.   ჯგუფის ყველა წევრმა წარმოად...